საქართველოში  ნავთობისა და გაზის წარმოება გაიზარდა

საქართველოში ნავთობისა და გაზის წარმოება გაიზარდა

საქართველოში ნავთობისა და გაზის წარმოება გაიზარდა.

“საქსტატის” მონაცემებით, 2023 წელს 9 თვეში ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოებამ 42.3 ათასი ტონას მიაღწია, რაც 2018 წლიდან 9 თვის წარმოების რეკორდული მაჩვენებელია. ზრდაა წლიურ ჭრილშიც. 2022 წლის 9 თვესთან შედარებით, წელს 11 900 ტონით მეტი ნავთობის და ნავთობპროდუქტების წარმოება მოხდა.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება წლების მიხედვით

  • 2023 წლის 9 თვე – 42.3 ათასი ტონა
  • 2022 წელი – 40.5 ათასი ტონა
  • 2021 წელი – 44.6 ათასი ტონა
  • 2020 წელი – 35.5 ათასი ტონა
  • 2019 წელი – 31.8 ათასი ტონა
  • 2018 წელი – 21.3 ათასი ტონა

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს – „საქსტატის“ მონაცემებით, 9 თვის მონაცემებით, შიდა წარმოება 11.6 მლნ კუბ.მეტრი იყო, შარშან ამავე პერიოდში 10.8 მლნ კუბ. მეტრი ბუნებრივი გაზის წარმოება მოხდა.

ბუნებრივი გაზის წარმოება წლების მიხედვით

  • 2023 წლის 9 თვე – 11.6 მლნ კუბ.მ
  • 2022 წელი – 13.7 მლნ კუბ.მ
  • 2021 წელი – 14.9 მლნ კუბ.მ
  • 2020 წელი – 8.2 მლნ კუბ.მ
  • 2019 წელი – 8.9 მლნ კუბ.მ
  • 2018 წელი – 9.1 მლნ კუბ.მ

აღსანიშნავია, რომ როგორც ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ასევე ბუნებრივი გაზის კუთხით საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

საქსტატის თანახმად III კვარტალში FDI 2-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

საქსტატის თანახმად III კვარტალში FDI 2-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ…
ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურაზეც უფასო გახდება

ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურაზეც უფასო გახდება

ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურის საფეხურებზე სრულად უფასო გახდება. შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს…
პოლიციის აკადემია უმაღლესი სასწავლებელი ხდება

პოლიციის აკადემია უმაღლესი სასწავლებელი ხდება

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციის გაფართოებას და მის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად…